ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველ და წარმატებულ მოსწავლეებს
ზღვის კურორტზე გაუშვებს. ქუთაისის საჯარო სკოლების VIII-IX-X კლასების სოციალურად დაუცველ და წარმატებულ მოსწავლეთათვის შავი ზღვისპირეთის კურორტის ბანაკისათვის სასტუმრო მომსახურებისათვის ტენდერს აცხადებს . მოსწავლეები ზღვის კურორტზე 10 დღე დაისვენებენ. ათ-ათ დღიან ნაკადში 65-65, სულ 195 მოსწავლე სამ ნაკადად გაემგზავრება. სატენდერო წინადადებების მიღება 12 აპრილს იწყება და 18 აპრილს მთავრდება.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სკოლების VIII-IX-X კლასების სოციალურად დაუცველ და წარმატებულ მოსწავლეთათვის შავი ზღვისპირეთის კურორტის ბანაკისათვის სასტუმრო მომსახურება (საოჯახო ტიპის სასტუმრო არ განიხილება) სამ ნაკადად, 10-10 დღე (თითოეულ ნაკადზე 65-65 პირი, სულ 195 პირი 28 დღე) 2017 წლის 20 ივნისიდან – 2017 წლის 17 ივლისის ჩათვლით.
“მიმწოდებელი” ვალდებულია სასტუმროში უზრუნველყოს კვება დღეში სამჯერ და სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• ბანაკი უნდა მოეწყოს კეთილმოწყობილ სასტუმროში ან სასტუმროს ტიპის ორ კორპუსში, რომლებიც უნდა მდებარეობდნენ ერთ ეზოში არაუმეტეს 10 მეტრის დაშორებით, ზღვის სანაპიროდან 100-150 მეტრის რადიუსში (ბანაკის მონაწილეებს ზღვის სანაპირომდე მისასვლელად არ უნდა დაჭირდეთ ავტო და რკინიგზის მაგისტრალის გადაკვეთა).
• მონაწილეები უნდა განთავსდნენ ერთ, ორ ან მაქსიმუმ 3 ადგილიან ნომრებში ცალ-ცალკე საწოლებით; მონაწილეთა განთავსება არ შეიძლება შენობის პირველ სართულზე. სასურველია ოთახების ხედი იყოს ზღვის მხარეს. შენობაში უნდა იყოს ერთი მცირე (მინიმუმ 30 მონაწილესათვის) და ერთი დიდი საკონფერენციო დარბაზი (მინიმუმ 60 მონაწილესათვის), თითოეულ დარბაზში უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის სკამი (მცირე დარბაზში მინიმუმ 30 ცალი და დიდ დარბაზში მინიმუმ 60), 6 სამუშაო მაგიდა (თითო მაგიდა 4-5 მონაწილისათვის), პროექტორი, პროექტორის ეკრანი, 2 ლეპტოპი, 1 ტელევიზორი, ასევე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა (3კვტ), დინამიკები და 2 მიკროფონი;
• ოთახებში უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილები, ცივი და ცხელი წყალი, გათბობა და კონდენცირება (24 საათი);
• სასტუმროში შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს უფასო უკაბელო ინტერნეტი არანაკლებ 1 მგ/წმ, როგორც ყველა ოთახში ასევე სამუშაო შეხვედრებისა და საკონფერენციო ოთახებში;
• ოთახებში დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები, შესაბამისი რაოდენობის პირველადი ჰიგიენური პროდუქტები (საპონი ტუალეტის ქაღალდი, პირსახოცი, შამპუნი, დასაბანი გელი და სხვა), თეთრეული და უნდა დალაგდეს მინიმუმ ორ დღეში ერთხელ;
• სასტუმროს უნდა ჰყავდეს დაცვა, 2 მაშველი და კვალიფიციური ექიმი, რომელიც აღჭურვილი იქნება პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებით და სამედიცინო აპარატურით;
• სასტუმროში უნდა იყოს გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა აქტივობების, ღონისძიებების, კონკურსებისა და ტრენინგების ჩატარებას, რასაც უზრუნველყოფს შემსყიდველი.
• სასტუმროს უნდა გააჩნდეს სპორტული მოედანი და სპორტული შეჯიბრებებისათვის საჭირო ინვენტარი კერძოდ: (კალათბურთის, ფეხბურთის, ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთის) ბურთები; ბადმინტონი (2 ცალი); ჭადრაკი (2 ცალი); შაში (2 ცალი).
• ფასების ცხრილში მითითებული ჩაი, ყავა და კერძები უნდა იყოს ცხელი, ხოლო სალათები და სასმელები – შესაბამის ტემპერატურაზე გაგრილებული. ასევე, არანაკლები მითითებული მოცულობისა.
• მომსახურების მიწოდება ასევე მოიცავს შესაბამისი რაოდენობის დამხმარე პროდუქტებს, როგორიცაა: პური, შაქარი და სხვა. აკრძალულია ენერგეტიკული და გაზიანი ტკბილი სასმელების გამოყენება.
• საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს.
• დაუშვებელია კონსერვირებული და გაყინული ხორც-პროდუქტების (სოსისის,სარდელის ძეხვის თევზის და შედედებული რძის გარდა) გამოყენება.
• თითოეული პროდუქტის ულუფის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ საშუალო და დანართში მითითებულ მონაცემებს.
• დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების მიწოდება.
• ჭურჭელი უნდა იყოს ერთნაირი, დაუზიანებელი, საუკეთესო სანიტარულ მდგომარეობაში. დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული ან სხვა მიზეზით არასათანადო ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი ჭურჭლის გამოყენება.
• ყველა კერძი უნდა იყოს ახლად მომზადებული, წინასწარ შეთანხმებული მენიუს შესაბამისად და ბანაკში მყოფი ყველა მონაწილის კვება უნდა განხორციელდეს ერთდროულად.
• ,,მიმწოდებელი” ვალდებულია აწარმოოს კვების პროდუქტების აღრიცხვის ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული ჟურნალი, სადაც აღირიცხება და ჩაიწერება დღის განმავლობაში გამოყენებული პროდუქტების წონა და ვადა. კვების პროდუქტების აღრიცხვის მოწესრიგების მიზნით სპეციალურ ჟურნალში აღირიცხება და ჩაიწერება საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე გასული პროდუქტების რაოდენობა და წონა (ხორცი, სოსისი, ყველი, კარაქი, არაჟანი, ხაჭო, ხილი და სხვ.) რომელსაც თავისი ხელმოწერით ადასტურებს ბანაკის დირექტორი, მორიგე პედაგოგ-ორგანიზატორი და ,,მიმწოდებელი”.
• “მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს თითოეული ნაკადის მონაწილეებისა და მასწავლებლებისათვის ერთჯერადად ექსკურსიის მოწყობა და შესასვლელი ბილეთების მიწოდება ბანაკის ტერიტორიასთან ახლო მდებარე მუზეუმში, ბოტანიკურ ბაღში ან ისტორიულ ციხე-სიმაგრეში (შემსყიდველთან შეთანხმებით).
• “მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს კვების მენიუსა და დღის წესრიგის განთავსება თვალსაჩინო სადემონსტრაციო დაფაზე სასტუმროს შიგნით, ხოლო ბენეფიციართა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს “შემსყიდველი”.
• შემსყიდველი იტოვებს უფლებას შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც პერიოდულად განახორციელებს ბანაკში არსებული მდომარეობის (კვების, საცხოვრებელი პირობების, შემეცნებითი ღონისძიებების) კონტროლს.
შენობაში უნდა იყოს ერთი მცირე (მინიმუმ 30 მონაწილესათვის) და ერთი დიდი საკონფერენციო დარბაზი (მინიმუმ 60 მონაწილესათვის), თითოეულ დარბაზში უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის სკამი (მცირე დარბაზში მინიმუმ 30 ცალი და დიდ დარბაზში მინიმუმ 60), 6 სამუშაო მაგიდა (თითო მაგიდა 4-5 მონაწილისათვის.), პროექტორი, პროექტორის ეკრანი, 2 ლეპტოპი, 1 ტელევიზორი, ასევე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა(3კვტ), დინამიკები და 2 მიკროფონი;
ოთახებში უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილები, ცივი და ცხელი წყალი, გათბობა და კონდენცირება (24 საათი);
სასტუმროს უნდა გააჩნდეს სპორტული მოედანი და სპორტული შეჯიბრებებისათვის საჭირო ინვენტარი კერძოდ: (კალათბურთის, ფეხბურთის, ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთის) ბურთები; ბადმინტონი (2 ცალი); ჭადრაკი (2 ცალი); შაში (2 ცალი).
ბანაკების მომსახურების გასაწევად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საკუთრებაში ან სარგებლობის სახით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში ხელშეკრულების ხანგრძლივობის ვადა არ უნდა იყოს მომსახურების გაწევის ვადაზე ნაკლები).