ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერლის, პუბლიცისტის,
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის თემაზე: “ლიტერატურა და ანიმაცია” საჯარო ლექცია გაიმართა.
“დღევანდელი ლექცია აგებული იყო რამდენიმე მნიშვნელოვან იდეაზე, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგში ტრიალებს და აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან,”-განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
სტუდენტებმა გიორგი კეკელიძის მიერ გამართული საჯარო ლექციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
“ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ლექციების ჩატარება უნივერსიტეტში, ძალიან საინტერესო იყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ ლექციას დაესწრო. კარგი იქნება თუ ასეთი ღონისძიებები კვლავაც გაგრძელდება,”-აღნიშნა სტუდენტმა რუსუდან ბარბაქაძემ.
გიორგი კეკელიძესთან შეხვედრის ორგანიზატორები აკაკი წერეთლის სახელწმიფო უნივერისტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტები არიან