ქუთაისის უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია ,, studhub’’-ის მიერ
ორგანიზებული ოთხდღიანი ტრენინგ–კურსი თანამედროვე ჟურნალისტიკაში გაიმართა . ორგანიზაციის მიზანია ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს დაეხმაროს მცირე დროში ჟურნალისტიკის საფუძვლებისა და სამუშაო ინსტრუმენტების შესწავლაში .
“თანამედროვე სამყაროში ინფორმაცია ყველაზე ძვირად ფასობს, ამით აიხსნება ჟურნალისტიკისადმი მზარდი ინტერესი. მედიამ მოიცვა ადამიანური ურთიერთობის ყველა სფერო და საზოგადოებრივი სივრცე. თანამედროვე ჟურნალისტიკა სოციალური მართვის ინსტრუმენტად მოგვევლინა და სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი საფუძვლებისა და სამუშაო სტრატეგიების შესწავლას. ქუთაისი მეორე ქალაქია თბილისის შემდეგ , სადაც ტრენინგი მიმდინარეობს,” განაცხადეს ტრენინგის ორგანიზატორებმა.
ორგანიზატორების თქმით, ტრენინგების სერია გორსა და ბათუმში გაგრძელდება. გარდა თეორიული ცოდნისა, რასაც მონაწილეები ადგილზე მიიღებენ, მათ შანსი ექნებათ კონკურსის საშუალებით სპეციალური პრიზის – პლანშეტური კომპიუტერის მფლობელები გახდნენ. ტრენინგს გაუძღვებიან პრაქტიკოსი ჟურნალისტები , რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ მსმენელებს.