აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობაზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს. მშენებლობა ქუთაისი მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის მხარის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისი მჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა მოინახულეს. “ეს არის ერთ ერთი დიდი პროექტი, რომელიც ხორციელდება. რამდენიმე თვის წინ გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია. დღეს სიმბოლური კაფსულა ჩავუშვით. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რტომ როცა მონდომებ აუცილებლად გაკეთდება. უნივერსიტეტმა, ქალაქმა და განათლების სამინისტრომ ერთად შევძელით ამ პროექტის დაწყება”, – განაცხადა ქალაქი მერმა შოთა მურღულიამ.
უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ღავთაძის თქმით, 2017 წლის ზაფხულში კორპუსის შენობის მშენებლობა დასრულდება. “დიდი ალბათობით, როგორც მშენებლები გვაიმდებენ ზაფხულში უკვე კორპუსი იქნება აშენებული. წლის ბოლოსთვის კი ველოდები რომ მოსაპირკეთებელი სამუშაოები იქნება დასრულებული და შევძლებ გახსნის ღონისძების დაგეგმვას”, – განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.
თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკაში განთავსდება:
თანამედროვე წიგნთსაცავი მოძრავი სტელაჟებით; საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ელექტრონული ბარკოდერების წამკითხავებით;
სამკითხველო დარბაზები: კლასიკური და არაკლასიკური.
ელექტრონული რესურსებით მომსახურების დარბაზები.თავისუფალი დაშვება ინტერნეტზე, აწსუ ბიბლიოთეკის კომპაქტ-დისკები, აწსუ ციფრული ბიბლიოთეკა, ელექტრონულ მონაცემთა ბაზები, კანონების მონაცემთა ბაზა, უკაბელო ინტერნეტი და ა.შ.
იშვიათ გამოცემათა განყოფილება, სადაც განთავსდება: ბიბლიოთეკაში დაცული ძველი და უნიკალური წიგნები, საგამოფენო სივრცე, რესტავრაციისა და კონსერვაციის სამსახური, დიგიტალიზაციის სამსახური, დეპარტამენტები: კატალოგიზაციის, საცნობარო-ბიბლიოგრაფიული, ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს “იმერეთი” ახორციელებს. ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობისთვის 200 000 ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. 20 პროცენტს უნივერსიტეტი გადაიხდის, ხოლო დარცენილ ტანხას განათლების სამინისტრო. სულ ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობისთვის 2 559 469 ლარი დაიხარჯება.