“NESEHNUTI”-სა ფონდ “აფხაზინტერკონტის” ორგანიზებით ქუთაისში საერთაშორისო Bar-Campis- ის ფარგლებში
სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან და ასევე სხვადასხვა ქვეყნების აქტივისტებმა თავიანთი სამოქალაქო კამპანიები განიხილეს.
შეხვედრაზე განიხილეს საკითხი, რომელიც მოიცავს ბრძოლას პროპაგანდის წინააღმდეგ.
კონფერენციის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების კიდევ უფრო გაძლიერება საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.
“ეს ღონისძიება ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, დემოკრატიული საფუძვლების კიდევ უფრო დამკვიდრებას საქართველოში მთელს ამიერკავკასიაში,”-განაცხადა აფხაზინტერკონტის” ხელმძღვანელმა არჩილ ელბაქიძემ.
კონფერენცია სამი დღე გაგრძელდება და იგი “ქუთაისის უნივერსიტეტში” მიმდინარეობს.