მასწავლებლებისთვის ზოგადპროფესიული
უნარების კურსის მეორე მოდულის მიხედვით მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო. ტრენინგში VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის ის მასწავლებლები ჩაერთვნენ. “ტრენინგი ეხება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებს. ეს მეორე მოდულია, პირველი მოდული ჩენ უკვე შემოდგომაზე გავიარეთ. პროექტში ჩართულია ქიმია, ფიზიკა , ბიოლოგია, გეოგრაფიის მასწავლებლები. მეთდიკაში მიმდინარეობს ტრენინგი. ამ მოდულის არის მიზნები, შეფასება, გენდერი. ტრენინგი უტარდებათ ამჯერად ქუთაისის სკოლების მასწავლებლებს. ტრენინგები გაგრძელდება და მთელ ქვეყანას მოიცავს”, – განაცხადა 41-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა, პროექტის ტრენერმა მარინე კუჭუხიძემ.
ტრენინგი მნიშვნელოვნად შეაფასეს მასში მონაწილე პედაგოგებმა. ” მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება იმისა, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება განხორციელდეს იმ სტანდარტების და აქტივობების შესაბამისად, რომელსაც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმა. ეს ტრენინგები მაძლევს საშუალებას კიდევ უფრო იქნეს გაღრმავებული ცოდნა და პროფესიული გამოცდილება. მაძლევს წინსვლის და წარმატების საშუალებას”,- აღნიშნა ქუთაისის პირევლი საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა ლია ბოგვერაძემ.
ამჟამად ტრენინგს ქუთაისის სკოლების 133 მასწავლებელი გადის. მასში საქართველოს მასშტაბით 9200 მასწავლებელი ჩაერთვება. ტრენინგები 20-ზე მეტ ქალაქში მდებარე პროექტის პარტნიორ სკოლებში გაიმართება.