ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებით
ოლიმპიადაში გამარჯვებული ბავშვებისთვის საჩუქრების შესაძენად ქუთაისის მერიამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. საჩუქრების შესაძენად 2 ათასი ლარია განკუთვნილი. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საჩუქრების შეძენა 2017 წლის 3 აპრილამდე უნდა მოახერხოს. სატენდერო წინადადებები მიღება 13 თებერვალს იწყება და 15 თებერვალს მთავრდება.