იმერეთის რეგიონის მოსწავლეების
მონაწილეობით ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. გარდა მოსწავლეებისა მასში ჩართული იყვნენ სამოქალაქო განთლების პედაგოგები. სულ 90 პირი. ფორუმის მიზანი მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით თემის, ადგილობრივი საჭიროებების კვლევა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, რეკომენდაციების შემუშავება და თანამშრომლობა იყო გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.”მოწვეული გვყავს იმერეთის მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლები. 27 საჯარო სკოლის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. ღონისძიება მნიშვნელოვანია იმით, რომ მათ უწევთ მსჯელობა იმ პრბლემების შესახებ, რაც მათ თავიანთი თემის, სკოლის, რეგიონის ფარგლებში აწუხებთ. სამუშაო ჯგუფებში მოსწავლეები ერთობლივად მუშაობენ პრობლემების გადაჭრის გზებზე. პრობლემები და გადაჭრის გზები შეიჩა ისეთი რომლის გადაჭრაც მოსწავლეებს შეუძლიათ. ჩვენ ზოგადად ასეთი ფორუმების განხორციელებით ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. წინა პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე ძალიან თამამად ვაჟღერებთ სამომავლო გეგმებსაც. დღეს 6 ისეთი პრობლემა გამოიკვეთა, რომლის გადაჭრაც აბსოლიტურად რეალურია”, – განაცხადა განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლიკა კილაძემ.
6 პრობლემას შორის რომელიც მოსწავლეებმა დაასახელეს აღმოჩნდა სოციალური , ინფრასტრუქტურული პრობლემები, სამოქალაქო ჟურნაისტიკაში დაბალი ცნობიერება, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ნაკლებობა, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის უნარების ნაკლებობა და ასევე ინკლუზიური განათლების საჭიოება.
სკოლებში სამედიცინო კუთხის არ არსებობაზე გაამახვილა ყურადღება ერთ-ერთმა სამუშაო ჯგუფმა. “ეს ფორუმი არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა ახალგაზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამოვარჩიეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სამედიცინო კუთხის არ არსებობა სკოლებში. დაზღვეული არავინ არ არის მოულოდნელი შემთხვევისაგან. ამიტომ ჩვენი მიზანია შეიქმნას წყალტუბოს ყველა სკოლაში სამედიცინო კუთხე”, – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის “თავისუფალი თაობის” ლიდერმა ჯუბა სულაბერიძემ.
ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID)დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამას იმერეთში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გაააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.