წყალტუბოს საგანმანათლებლო
რესურსცენტრის უფროსის მამუკა ჩხეტიანის ინფორმაციით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სასწავლო პროცესი უამინდობის გამო არ შეწყვეტილა, თუმცა მოსწავლეთა დასწრებამ იკლო. “წყალტუბოს მასშტაბით არც საჯარო და არც კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა. დასწრებამ მოიკლო, მაგრამ ეს არ არის ვირუსით გამოწვეული. არის უამინდობით გამოწვეული და მშობლების გადაწყვეტილება. რაც მთავარია სწავლა არ შეფერხებულა. გვაქვს გათბობა სკოლებში. ნაწილი ბუნებრივი აირით თბება, ნაწილი შეშით. ასე რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა.
წყალტუბოს მასშტაბით სულ 19 საჯარო და 2 კერძო სკოლაა.