განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ
ახალი სქემის დამტკიცების შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.ახალი სქემა პედაგოგების მიერ ბარიერის გადალახვას უკავშირდება. ” ერთადერთი განსხვავებაა – გამოცდას ბარიერი არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ქულები არ მეყოს დაწინაურებისთვის, მაგრამ ჩაჭრილი არ ვარ. იმიტომ, რომ ჩაჭრა და გამოცდა ცხოვრების მიერ გამოცდილი პედაგოგისთვის არის სირცხვილი. ამ პრაქტიკაზე ჩვენ უარი ვთქვით. დაემატა მეორე მიმართულება. ეს არის პროფესიული უნარების გამოცდა. პროფესიული უნარების გამოცდა არის ფაქტობრივად ალტერნატივა, რომელიც შეუძლია ჩააბაროს. თუ პროფესიული უნარების გამოცდას ჩააბარებს, უკვე საგნობრივი ტრენინგი მოუწევს. პირველ შემთხვევაში უნარების ჩაბარება უწევდა, აქ კი – საგნობრივის. მერე ისევ შიდა სასკოლო დაკვირვება და ესეც გადალახა. მესამე სცენარი არის, როდესაც პედაგოგი ორივე გამოცდას აბარებს და ეს პროცესი კიდევ უფრო მარტივი ხდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პირველ ორ წელიწადში თუ პედაგოგების 25%-მა გადალახა ბარიერი, ვფიქრობ, შემდეგ ორ წელიწადში კიდევ უფრო მეტი, ანუ 25%-ზე მეტი შეძლებს”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
გამოცდის ჩაბარების ახალი სქემის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო რამდერნიმე დღეში გამოქვეყნებს.