ჩვენი განათლების სისტემა, რა თქმა უნდა, ფუნდამენტურ გადახედვას საჭიროებს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
, ალექსანდრე ჯეჯელავამ საერთაშორისო კვლევის შედეგებთან დაკავშირებით დასმული კითხვის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს შედეგები უმჯობესდება და გაუმჯობესდება მომავალშიც.
“რა თქმა უნდა, ჩვენი განათლების სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ გადახედვას. რეფორმას ვგეგმავთ ყველა მიმართულებით, რომ მათემატიკურ უნარებში, აზროვნების უნარებში და ყველა სხვა მიმართულებით წინ უნდა წავიდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ როგორც ქვეყანამ. სწორედ ამიტომ არის ჩვენი მთავრობის პირველი პრიორიტეტი განათლება, რომ გასაკეთებელი უამრავია”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.