ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური
თამაშის ,,რა? სად? როდის?” რეგიონალური ჩემპიონატი გაიმართა, სკოლის ასაკის მოსწავლეთა შორის: ,,ჩვენი მკითხველი”.
“ეს ჩემპიონატი პირველად გაიმართა, ჩემპიონატის მიზანია ბიბლითეკების ინტელექტუალური დონის გამოვლენა. აქ წარმოდგენილი იყო, ცხრა რეგიონის ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბი. დღეს გამოვლინდა ერთი გამარჯვებული გუნდი, რომელიც 10 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საფინალო ტურნირში,”-აღნიშნა
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ციცი ჯინჯიხაძემ.
ჩემპიონატში მონაწილეობა იმერეთის მხარის ბიბლიოთეკების მკითხველებისგან დაკომპლექტებულმა ცხრა გუნდმა მიიღო. ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორი საქართველოს საბიბლიოთეკო გაერთიანება არის.