გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით 26-27 ნოემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტში ქუთაისის #8, #1, #43, #35 საჯარო გერმანული სკოლების, ასევე სკოლა “პროგრესის”, გელათის საჯარო სკოლის, ბაგრატის #2 გიმნაზიის გერმანული ენის, ფიზიკისა და ქიმიის პედაგოგებისთვის დეა ჩოგოვაძემ და გიორგი მაღრაძემ პრაქტიკულ სასწავლო-მეთოდოლოგიურ სემინარები გაიმართა მდგრადი განვითარების პროგრამულ თემაზე. ეს ორდღიანი სემინარი გოეთეს ინსტიტუტის მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის ფარგლებში “გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის” განხორციელდა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
სემინარის პირველი დღე თეორიული ნაწილის შემდეგ დაეთმო გამოუყენებელი ტექნიკის ნაწილებისგან და სხვადასხვა ნივთებისგან ოთახი სანათების აწყობას. მონაწილეებმა თავისი დიზაინით შექმნეს სანათურები, თითქოს უსარგებლო, მეორადი ნივთებისგან სასარგებლო ობიექტები გაკეთებეს. სემინარის მეორე დღე დაეთმო გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნას ქიმიური პროცესების ჩართულობით.
ამ სემინარების, ისევე მთლიანად პროექტის “გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის” მიზანია საქართველოს მასშტაბით გერმანულენოვან სკოლებში ეფექტურად დაინერგოს სწავლების ახალი მეთოდი მდგრადი განვითარების მიმართულებით და მოხდეს ამ მეთოდის განვითარება, – გერმანული ენის გაკვეთილის დროს ენის შესწავლასთან ერთად გარემოს დაცვის, მწვანე პედაგოგიკისა და მდგრადი განვითარების თემების ინტეგრირება.
გოეთეს ინსტიტუტის ამ პროექტმა “გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისათვის”, ომელიც წელს უკვე მეორედ იმართება, 2016 წლის ზაფხულში მიიღო ავსტრიის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის ფედერალური სამინისტროს პრიზი “შუსტაინაბილიტყ Aწარდ”და გარემოს დაცვისა და ენების შესწავლის სფეროში საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებით წარმატებულ პროექტად იქნა მიჩნეული, რომელმაც ხელი შეუწყო სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას და სამოქალაქო დისკურსი გაააქტიურა.
2015 წლიდან სწორედ ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტის მოწვევით მოხდა ქართველი პედაგოგების გადამზადება ენის შესწავლასთან ერთად გარემოს დაცვის, მწვანე პედაგოგიკისა და მდგრადი განვითარების თემების ინტეგრირებული მეთოდის მიმართულებით. პრაქტიკულ-მეთოდოლოგიური სემინარები ჩაატარეს ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტმა საბინე კვენოტიმ, ასევე ბერნადეტ ვერეშმა; გერმანიიდან, ავსტრიიდან და შვეიცარიიდან მასტერკლასებით ჩამოვიდა 6 საერთაშორისო ექსპერტი გარემოსდაცვითი და მწვანე პედაგოგიკის, ასევე მდგრადი განვითარების სფეროდან: პროფესორი შტეფან შლაიჰერი გრაცის უნივერსიტეტიდან, პროფესორი ვილჰელმ ლინდერი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან, ქრისტინე ვოგოვიჩი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტის ვიცერექტორი, პროფესორი ვილჰელმ ლინდერი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან, დოქტორი ფრანკ ჰოლცფორსტერი გეოლოგიური ცენტრის დირექტორი, დოქ. ბირგიტ კარე ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან. ასევე მასტეკლასები გამართა კულტურულ-მეცნიერებათა დოქტორმა, ბერლინის ხელოვნების ინსტიტუტის თანადამფუძნებელმა ჰილდეგარდ კურტმა.
პროექტი “გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის” წელს სამი თვე გრძელდება, თავისი სტრუქტურით მოიცავს როგორც თბილისის კონფერენციას, ასევე ქართველი პედაგოგებისთვის ვორკშოპებსა და სემინარებს საქართველოს რეგიონებში. ეკონომიკის და ეკოლოგიის მომავალზე კრიტიკული საკითხები განსაკუთრებით ახალგაზრდებს აღელვებთ: ქსელური მდგრადობა მათ შანსს აძლევს, გაეცნონ მდგრადი განვითარების პერსპექტივებს, შეისწავლონ მასთან დაკავშირებული გამოწვევები და აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე პროცესში.ამ განათლების მიზანია არა მატო გაავრცელოს ცოდნა, არამედ ბუნებით, ეკოლოგიითა და გარემოთი დააინტერესება გამოიწვიოს, ხელი შეუწყოს შემოქმედებით პოტენციალს და გააძლიეროს ერთობლივი მუშაობის უნარი. მდგრადი განვითარების ამოსავალი წერტილი იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეები ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ერთობლივად ზრუნავენ.