ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში გამოფენა და პრეზენტაცია გაიმართა.
კამპანის ფარგლებში უნივერსიტეტის ეზოშ მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის ავტომანქანები და საგზაო მოძრაობის ბანერები გამოიფინა.
გამოფენას სტუდენტებთან ერთად ქუთაისის მერი შოთა მურღულია და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი და უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე დაესწრნენ.
“საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, შეხვერდას ვმართავთ წერეთლის უნივერსიტეტის სტუდნეტებთან. სწორედ, ისინი არიან ის ძალა, რომელიც ამ კამპანიას წინ წაწევს და კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოუწიდებენ ამ უმნიშვენელოვანეს კამპანიაში ჩართვისკენ,” – განაცხადა შსს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, დათო ნიკოლეიშვილმა.
უნივერსიტეტში ასევე გამოფენილი იყო სპორტული კლუბის სპორტსმენების მსოფიო და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის ამსახველი ფოტოები და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული გასული საუკუნის ფოტოები, რომელზეც გამოსახული იყო საქართველოში გაცემული პირველი მართვის მოწმობა , ასევე პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც სწორედ ქუთაისში დაფიქსირდა.