მომავალი წლის პირველივე თვიდან

მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება 800 ლარს მიაღწევს, – აღნიშნული განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მასწავლებელების ხელფასების ზრდა, როგორც იყო დაპირებული, ზუსტად იმ მოცულობით იქნება ასახული მომავალი წლის ბიუჯეტში.

“მომავალი წლის დასაწყისშივე, პირველივე თვიდან იზრდება მასწავლებლების ანაზრაურება და საშუალო ანაზღაურება მიაღწევს 800 ლარს”, -განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *