დღეს, პროექტის “ახალგაზრდული რადიოს” მონაწილეებს,

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, სერთიფიკატები გადასცა. პროექტი ქუთაისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებებისთვის და განათლებისთვის” და რადიო ” ძველი ქალაქის” ერთობლივი პროექტია.

“პროექტი სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობდა აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ახალგაზრდული თემებით, იმ თემებით თუ რა ხდება მათ ირგვლივ. ჩვენი გვაინტერესებდა ამ ბავშვების ხედვა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით,”- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებებისთვის და განათლებისთვის” პროგრამების დირექტორმა ქეთი ბერძენიშვილმა.

ქუთაისის მერმა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც მხარს დაუჭერს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *