ტრაგიკული ბედის, მაგრამ ძლიერი კოლხი ქალი მედეა, არაერთი მწერლის, რეჟისორის, დრამატურგის მუზა იყო და რჩება. თითოეული მათგანი განსხვავებულად და მისეულად ხედავს ორ ცივილიზაციაში განფენილი გრძნეული ქალის ისტორიას. ლ. მესხიშვილის თეატრში, სულ ახლახანს დადგმული „მედეაც“ განსხვავებული, მწერლის ფრანც გრილპარცერის ტრილოგიის მიხედვით, გოგა თავაძის მიერ ინსცენირებული სუბიექტური შეთავაზება იყო მაყურებლისადმი. (ყველა მწერალსა და მით უფრო რეჟისორს, ხომ სწორედ მისეული, სუბიექტური აღქმა და შეთავაზება აქვს)
მდიდარი, ძლევამოსილი და „ოქროდ მოვარაყებული“ კოლხეთი, ბარბაროსების და შეშინებული აიეტის ქვეყნად წარმოჩინდა. მაყურებელში აზრრთა სხვადასხვაობა არაერთმა სცენამ და პიესის ამგვარმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. სულ სხვა სამყარო, ბევრად განვითარებული, კულტურული, გაცილებით პროგრესული და ცოტაც „ირონიული“ გვხვდება იაზონის სამშობლოში ( გრილპარცერის ხედვა, როგორც ჩანს, ძლიერ განსხვავებული იყო ამ ორ ცივილიზაციაზე).
მიუხედავად სპექტაკლის ყურებისას წარმოქმნლ ბევრ კრიტიკულ თუ ჩვეულებრივ კითხვაზე, პასუხი არის ის, რომ მაყურებელმა „მედეას“ კიდევ ერთი, განსხვავებული სახე იხილა. მთავარი გმირის (ელზა სულაძე) გადრასახვამ და სამ საათიან სპექტაკლში, თითქმის პაუზის გარეშე თამაშმა, სანახაობას ნამდვილად შესძინა ხიბლი. სპექტაკლიც და მასობრივი სანახაობის დანიშნულებაც ხომ ის, არის რომ კამათი შედგეს და რიგ შემთხვევებში მაინც „დაიბადოს ჭეშმარიტება“.
სპექტაკლში მსახიობთა მთლიანმა გუნდმა დასამახსოვრებელი სახეები შექმნა.
ორიგინალურია მუსიკალური და კოსტიუმების გადაწყვეტა, სცენოგრაფია, მხატვრობა.
გილოცავთ პრემიერას!