ტრაგედია ორ მოქმედებად, რეჟისორმა გოგა თავაძემ, ავსტრიელი პოეტის, მწერლისა და დრამატურგის ფრანც გრილპარცერის (1791 – 1872) ტრილოგიის „ოქრს საწმისის“ მიხედვით დადგა.
ფრანც გრილპარცერის ,,მედეა“ მითიური კოლხი ქალის ბედისწერის და ტრაგიკული ცხოვრების წარმოჩენის მცდელობაა, ლიტერატურულ შედევრად აღიარებული, კლასიკური მასშტაბების ტრაგედია, რომელიც გვიყვება, თუ როგორ ანგრევს ბედნიერებას და ცხოვრებისეულ წონასწორობებს უსამართლობა, ჩაგვრა, ღალატი, თუ როგორ ძალადობს და დომინირებს ბოროტ ძალად გარდაქმნილი კონფლიქტები და სიძულვილი სიყვარულზე.
„მედეას“ პრემიერა 18, 19, 21 მაისს 19:00 საათზე შედგება.