ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გუგლის ორგანიზებით
პროგრამირებაში გუნდური შეჯიბრი გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 2-4 კაციან გუნდებს. რეგისტრაციის გავლა კი 17 თებერვალდეა შესაძლებელი. შეჯიბრი 20 თებერვალს, 21:30 საათზე დაიწყება, შედეგები კი 25 თებერვალს გამოქვეყნდება.
ონლაინ კვალიფიკაციის რაუნდს კი Developer Student Club Akaki Tsereteli State University-სა და WomenTechmakers Georgia-ს გუნდი უმასპინძლებს DSC Akaki Tsereteli State University Hub-ში, სადაც სპეციალურად მონაწილეებისათვის შექმნილი იქნება სამუშაო სივრცე.
,,ეს არის გუგლის გლობალური ჩემპიონატი, რომელიც იმართება წელიწადში ერთხელ. განკუთვნილია დამწყები და პროფესიონალი პროგრამისტებისათვის. მსოფლიოს მასშტაბით იმართება იერთიდაიგივე დროს და აქედან გამომდინარე 21:30 საათზე იწყება 20 თებერვალს. ჩემპიონატის დროს გუნდებს მიეცემათ კონკრეტული დავალებები, რომლებიც უნდა გააკეთონ. პროგრამირების სასურველ ენას თავად არჩევენ. ჩემპიონატს პირველად ვმასპინძლობთ ქუთაისში. ამის საშუალება მოგვცა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ონლაინ საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წელს ზემოთ მყოფ პირებს, ხოლო ფილაურ რაუდნზე – 18 წელს ზემოთ მყოფებს.”- ამბობს დეველოპერების სტუდენტური კლუბის დამფუძნებელი თამთა კაპანაძე.
ფინალური რაუნდი გუგლის საერთაშორისო ოფისში გაიმართება.