შეძლებს თუ არა ქუთაისი 2050 წლისათვის განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლას? – სამეცნიერო გაერთიანება “სპექტრის”
აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ცხაკაია ფიქრობს, რომ ვალდებულებები, რომელიც ქალაქმა 2050 წლისათვის აიღო რთული შესასრულებელი იქნება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია. ამისათვის მნიშვნელოვანია შენობები ნელ-ნელა გახდეს ენერგოეფექტური, გარდა ამისა ყურადღება გარე განათების სისტემასაც მიექცეს.
,, ,,ქალაქს გააჩნია ვალდებულებები და ვფიქრობ, არ იქნება ადვილი ამ ვალდებულებების შესრულება. საჭირო იქნება არა მხოლოდ მზის ენერგიის გამოყენების დანერგვა, არამედ შესაძლებელია ქარის ენერგიაც იყოს გამოყენებული. მნიშვნელოვანია ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვა, რომელის საშუალებითაც შევძლებთ მოხმარებული ენერგიის მოცულობის შემცირებას, რაც მოგცემს საშუალებას ეს ენერგია ჩავანაცვლოთ განახლებადი ენერგიით. ძალიან დიდი რესურსი გაგვაჩნია ენერგოეფექტურობის მხრივ. საჭიროა შენობების ენერგოეფექტურობა. განათების სისტემების ჩავანაცვლოთ შუქდიოდური განათების მოწყობილობებით. ეს არის ერთ-ერთი დიდი რესურსი რომ ქალაქმა შეასრულოს ის ვალებულებები, რომელსაც გეგმავს 2050 წლისათვის.”- განაცხადა ქეთევან ცხაკაიამ.
ქუთაისში. ქუთაისის მუნიციპალიტეტმა “350.ORG”-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რაც ნიშნავს, რომ ქუთაისი 2050 წლისთვის სრულად უნდა გადავიდეს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე.
ქუთაისი პირველი ქალაქია კავკასიაში, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.