თორნიკე ფარჯიანი და დავით ფუტკარაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ელექტრული ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები არიან. მათ პროექტის ,,მე უნივერსიტეტი” საშუალებით იდეა რეალობად აქციეს და ე.წ. მზის ქალაქის მოდელი შექმნეს. მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებით, მინი ქალაქი ელექტროენერგიით მარაგდება. მაკეტზე მზის ბატარეების მინი მოდელებია დატანილი. მის შესაქმნელად ძირითადად გამოყენებულია მეორადი ნივთები, ხე და კოქტეილის ჩხირები. გარდა იმისა, რომ მაკეტი განახლებადი ენერგიის გამოყენების მაგალითია, ასევე საინტერესოა, თუ როგორ შეიძლება იქცეს ერთი შეხედვით გამოუყენებელი ნივთები ლამაზ დეკორაციებად.