27 თებერვალს “კრისტალბეთის” ეროვნული ლიგა
იწყება. “Ტორპედო” პირველ ტურში “დინამო” ბათუმს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.
Კლუბის საზოგადებასთან ურთირთობის სამსახურის უფროსი, თორნიკე ღვინიანიძე ამბობს, რომ კლუბი ახალ სეზონს დავალიანების გარეშე შევდება და მას ლიცენზია არ ჩამოერთმევა. “Ტორპედომ” ყველა ფინანსური დავალიანება გაისტუმრა, რომელიც ფეხბურთელებისა და ტექნიკური პერსონალის მიმართ ჰქონდა. Დაფინანსება კლუბმა ფეხბურთის ფედერაციისგან და ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიიღო. Საუბარია ჯამში დაახლოებით 800 000 ლარზე.
Კლუბთან ხელშეკრულება დაუმთავრდა 13 ფეხბურთელს.
“Ტორპედო” დემეტრე ბულისკერიას, ლაშა კასრაძეს, ვანია მარკოვიჩს, ზაზა ციცქიშვილს, ივან ბობკოს, ვიტალი პონომარს, გიორგი ჯანელიძეს, გიორგი ივანიშვილს, ბექა ტუღუშს, თორნიკე გრიგალაშვილს, გურამ ადამაძეს, ანდრო გიორგაძეს, ოთარ კობახიძეს დაემშვიდობა. კლუბი ახალ ფეხბურთელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. Თორნიკე ღვინიანიძე ამბობს, რომ გუნდი ახალი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ფეხბურთელებით დაკომპლექტდება. Ახალ რამდენიმე ფეხბურთელს კლუბი სავარაუდოდ მომავალ კვირაში წარადგენს.
“Კლუბი მაქსიმალურად გამოიყენებს ამ დროს და პირველ ტურს მომზადებული შეხვდება,-“ამბობს თორნიკე ღვინიანიძე.