“ევროპა ჩვენი სახლიას” წევრმა თორნიკე
Ბარათაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მისამართით ონლაინ პეტიცია შექმნა. Პეტიციის მოთხოვნაა 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ჩემპიონატის მატჩები თბილისთან, ბათუმთან და ფოთთან ერთად, ქუთაისშიც გაიმართოს. Ამ დროისთვის პეტიციას 39 ხელმომწერი ჰყავს.
Ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქუთაისი სპორტული რუკიდან არ უნდა გაქრეს. Მათივე თქმით, პანდემიის ფონზე მსგავსი ღონისძიების ქუთაისში გამართვა ქალაქში ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.
Ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში ჩატარდება.