ქუთაისელმა მოკრივეებმა საქართველოს პირველობაზე
2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კრივში საქართველოს პირველობა ბათუმში, 25-28 თებერვალს ჩატარდა. შეჯიბრებებში ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების 12 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათგან საპრიზო ადგილზე 5 სპორტსმენი გავიდა:
პირველი ადგილი: დემეტრე მიქაუტაძე (66კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი-ზაალ ჯავახაძე);
თემურ ქართველიშვილი (80კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი-ზაალ ჯავახაძე).
მე-2 ადგილი: საბა ერემეიშვილი (54კგ. წონით კატეგორია; მწვრთნელი-ბეჟან ჭიჭინავა);
დავით მიქაუტაძე (57 კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი- ზაალ ჯავახაძე).
მე-3 ადგილი -გიორგი ლეთოდიანი (50 კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი-ავთანდილ ჯაშია).
პირველ ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა ევროპის პირველობაზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვეს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ბათუმში გაიმართება.