ქუთაისელი კონსტანტინე ჯანაშია უძლიერეს მამაკაცთა შორის გამართული
საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. შეჯიბრებები ბათუმში 14-დან 16 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში ქუთაისიდან შვიდი სპორტსმენი ჩაერთო.
კონსტანტინე ჯანაშიამ მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა, ჯიმშერ ჭელიძე კი 90კგ/წონით კატეგორიაში მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.
ჩემპიონატში საქართველოს მასშტაბით სულ 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.