,,ტორპედოსა” და ,,თელავის” ფეხბურთელებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. 6 აგვისტოს,
ქუთაისში გამართულ მატჩზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ. ,,ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ” – ამ წარწერასთან ერთად მათ მაისურებზე იმ გმირების სახელები და გვარები იყო დატანილი, რომლებიც აგვისტოს ომს შეეწირნენ.
აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. დიღუპა 412 ადამიანი, მათ შორის, 169 ჯარისკაცი; დაიჭრა – 1 747; 130 ათასი ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა, ამათგან 30 ათასი დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; განადგურდა 35 ათასი სახლი; მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი; რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებულია 5 ხეობა და 125 სოფელი; საქართველოს მოქალაქეები დღემდე ცხოვრობენ მავთულხლართების მიღმა.