,,ტორპედოს” მცველი ლუკა ქაფიანიძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.
ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. ლუკა ქაფიანიძე ,,ტორპედოში” მიმდინარე წლიდან თამაშობს.
21-წლამდელთა გუნდის პირველი მატჩი საფრანგეთთან 4 სექტემბერს გაიმართება, ხოლო 8 სექტემბერს ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად ლიხტენშტაინს დაუპირისპირდება