,,ტორპედოსა” და ,,თელავის” მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. 43-ე წუთზე ანგარიში
,,ტორპედოელმა” ივან ბობკომ გახსნა. 52- წუთზე კი ,,თელავიდან” ირაკლი რუხაძემ აგნარიში გაათანაბრა.
მომდევნო მატჩს ქუთაისის ,,ტორპედო” 19 აგვისტოს გამართავს და გორის ,,დილას” დაუპირისპირდება.
პანდემიის შემდეგ ეს პირველი მატჩი იყო, როცა სტადიონზე გულშემატკივარი მივიდა. პროტოკოლში ცვლილებების შესვლის შემდეგ მაყურებლებს ღია ტიპის სტადიონებზე სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება უკვე შეუძლიათ.
დახურული ტიპის დარბაზებში მაყურებლის დაშვებაზე შეზღუდვები ჯერ ისევ რჩება.