ქუთაისში საცურაო აუზის მშენებლობის პროცესი ახლდება. საკითხი ქუთაისის საკრებულოს
ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ განიხილა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, აუზის ასაშენებლად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება მუნიციპალური განვითარების ფონდის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ გადაეცემა. საუბარია 35-ე საჯარო სკოლის დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე (ფართობით 40 000,0 კვ.მ; საკადასტრო კოდით N03.01.22.088).
საცურაო აუზი ქუთიაისში აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული, ქალაქების საინვესტიციო პროგრამის (Livable Cities Investment Project) ფარგლებში უნდა აშენდეს.
ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის მოწყობაზე წლებია საუბრობენ. მშენებლობის ადგილად ქუთაისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაც მოიაზრებოდა.
აუზის მშენებლობისათვის ტერიტორიის მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადაცემის საკითხს ქუთაისის საკრებულო 17 ივლისს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.