ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაციის პროექტს ფეხბურთის ფედერაციაში განიხილავენ.
ამის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას სტადიონის დირექტორმა თამაზ კიკვიძემ განაცხადა.
,,ცვლილებები შევიდა. ზოგი გაითვალისწინეს და ზოგი – არა. შესათანხმებელია პროექტი ფედერაციასთან. მათ უნდა გადასცენ უეფას. სეზონის განახლებასთან დაკავშირებით ფედერაციის შენიშვნები გავითვალისწინეთ.”- განაცხადა თამაზ კიკვიძემ.
სტადიონს რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს. ამის შემდეგ ქუთაისის მეოთხე კატეგორიის სტადიონი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ შესაძლებელი იქნება ევროტურნირების ჩატარებაც.
როდის დაიწყება სტადიონის სარეაბილტაციო სამუშაოები ჯერჯერობით უცნობია.