ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით ქუთაისში,
რამაზ შენგელია სტადიონის რეაბილიტაციაზე პირობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან მიიღეს. მისივე თქმით, ფედერაცია სტადიონზე მინდვრის საფარი მოაწესრიგა, სტადიონის სრულ რეაბილიტაციას კი ფედერაცია ვერ შეძლებს.
,,ქუთაისის კლუბი და ზოგადად ქალაქი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.ჩვენ შარშან დავპირდით და გავაკეთეთ მოედნის საფარი. აბსოლუტურად მაღალი დონის საფარი გავაკეთეთ თავისი სადრენაჟე სისტემით. რაც შეეხება მის რეკონსტრუქციას,ამას ფეხბურთის ფედერაცია ვერ შეძლებს, ამას არ დავპირებივარ. ეს არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გასაკეთებელი და ჩვენც გვაქვს მათგან პირობა, რომ გააკეთებენ.”- განაცხადა გადაცემაში ,,სპორტი იმედზე” საუბრისას ლევან კობიაშვილმა.
სტადიონზე სამუშაოები გასული წლის მარტიდან დაიწყო. სტადიონის შესახებ ვრცელ ინფორმაციას რადიო ,,ძველი ქალაქი” უახლოეს დღეებში მოგაწვდით.