,,ტორპედო” შესაძლოა, მთავარმა მწვრთნელმა დატოვოს. გავრცელებული ინფორმაციით,
კახა ჩხეტიანი ინვესტორის გადაწყვეტილებას ელოდება. adjarasport.com-თან საუბარში კი შეთავაზებების შესახებ საუბრობს. ერთ-ერთი კი ,,დინამოში” მის გადასვლას ეხება.
“ისიც არ ვიცი, წავალ თუ არა ტორპედოდან. ველოდები რამდენიმე უახლოეს დღეში საკითხების გადაწყვეტას. “დინამოს” გარდა სხვა გუნდების შემოთავაზებებიც მაქვს და მალე ყველაფერი გაირკვევა,”- აცხადებს ჩხეტიანი adjarasport.com-თან საუბარში.
გუნდის აღმასრულებელმა დირექტორის, თემურ ჩეჩელაშვილის განცხადებით, მთავარი მწვრთნელთან საუბარი ჰქონდა და ჩხეტიანის გუნდიდან წავლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. მისივე თქმით, თუ ჩხეტიანი გუნდიდან წავა, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას მიხეილ აშვეთია შეასრულებს.
,,კახა ჩხეტიანი გუნდიდან მიდის. სად მიდის ეს გადაწყვეტილი არ არის. ყველ შემთხვევაში, ჩემტან საუბარში თქვა, რომ ჯერ სამკურნალოა და შემდეგ ვნახოთ რა იქნება. მოვალეობის შემსრულებელი მისი მოადგილე აშვეთია იქნება”.- განაცხადა თემურ ჩეჩელაშვილმა.
ქუთაისის საფეხბურთო გუნდს ,,ტორპედო” ახალი იტალიელი ინვესტორები ეყოლება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა, განუცხადა ხელშეკრულების გაფორმება უახლოეს დღეებში მოხდება.