ქუთაისის საფეხბურთო გუნდს ,,ტორპედო” ახალი იტალიელი ინვესტორები ეყოლება.
როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ჩეჩელაშვილმა განუცხადა ხელშეკრულების გაფორმება უახლოეს დღეებში მოხდება.
,,ნამდვილად იტალიელ ინვესტორებზეა საუბარი. რამდენიმე დღეში მოხდება ხელშეკრულების გაფორმება. გუნდში როდესაც მოდის სპონსორი ეს ძალიან კარგია.ისე ვერ იარსებებს თუ დამფინანსებელი არ ეყოლა.მთავარია დროულად მოხდეს ეს ყველაფერი და დაიწყოს გუნდის დაკომპლექტება.”- განაცხადა თემურ ჩეჩელაშილმა.
ქუთაისის ,,ტორპედოს” ყოფილმა პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დავალიანება 800 ათასი ლარის ოდენობით აღიარა. მილიონ 500 ათას ლარის დავალიანება კი ახალმა ინვესტორმა უნდა დაფაროს.