ქართული სპორტის ისტორიაში 2019 წლის 11 თვის მონაცემებით სპორტსმენებმა ყველაზე მეტი მედალი მოიპოვეს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მედლების რაოდენობა 1215-ს შეადგენს. აქედან 446 ოქროა.
,,სპორტის, ფიზიკური აქტივობის როლი უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი ახალი თაობების აღზრდის საქმეში, მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ამავე დროს, სპორტი ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა ქვეყნის პოპულარიზაციისათვის. ამიტომ, სპორტის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
წლიდან წლამდე იზრდება სპორტის დაფინანსება.
შედეგებიც სახეზეა:
2019 წლის 11 თვის მონაცემებით მედლების რაოდენობა შეადგენს – 1215-ს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ქართული სპორტის ისტორიაში. მათგან 446 ოქროა.
პირველად ისტორიაში, ერთი წლის განმავლობაში ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს 6 ჩემპიონი გვყავს. (ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ბექა ლომთაძე, გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია, ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა). ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი, რომელმაც ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. ანა ხუნჯუა ევროპის ჩემპიონატის პირველი მედალოსანია კრივში (ახალგაზრდებში).” – განახადა მინისტრმა.
მისივე თქმით, აქტიურ ფაზაშია 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის მზადება, რისთვისაც ქართველ სპორტსმენებს მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ და ექნებათ სახელმწიფოს მხრიდან.