ჭიდაობაში ტურნირი “ფალავნობა 2019” გაიმართა,
რომლის გამარჯვებული ონისე ბუღაძე გახდა. საჩხერელმა ფალავანმა ფინალში გიორგი ზაქარიაძე დაამარცხა და ტიტულს კარიერაში პირველად დაეუფლა. მესამე ადგილი ნიაზ დიასამიძემ დაიკავა, რომელსაც მეტოქე ლაშა ტაველური ტრავმის გამო ვერ გამოუცხადდა.
წლევანდელ ფალავნობას ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენამ უმასპინძლა.
აბსოლუტური ფალავნობის გამარჯვებულმა ონისე ბუღაძემ საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ დაწესებული ჯილდო 33 000 ლარი მიიღო. ვერცხლის პრიზიორს გიორგი ზაქარიაძეს 10 000 ლარი ხვდა წილად, ხოლო მესამე ადგილოსანმა ნიაზ დიასამიძემ 5 000 ლარი გამოიმუშავა.