ქუთაისის ,,ტორპედოს” ყოფილმა პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დავალიანება 800 ათასი
ლარის ოდენობით აღიარა. ამის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქს” გუნდის პრესსამსახურში განუცხადეს. მილიონ 500 ათას ლარის დავალიანებას კი ახალი ინვესტორი დაფარავს.
,,ზაალ ჩაჩავამ აღიარა 800 ათასი ლარის ოდენობის დავალიანება. მილიონ 500 ათასი ლარის გადასახდელად მზადაა იტალიელი ინვესტორი. მათი საკითხიც უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს.”- აცხადებენ გუნდში.
,,ტორპედოში” თვეებია უკვე ფინანსური პრობლემებია, რაც გულშემატკივრებმა არაერთხელ გააპროტესტეს.
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას მიმართ სასამართლო დავა დაიწყო. თვითმმართველობამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 11 სექტემბერს შეიტანა.