საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ,,ტორპედოს” ფეხბურთელებს
გულშემატკივრებმა მიმართეს. მათ მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდაც მხარდაჭერა აღუთქვეს.
,,მარტო მოგების გამო არ დავდივართ. წააგებთ, მოიგებთ თუ ფრეს ითამაშებთ, ჩვენ ვართ ,,ტორპედო”. მადლობა თქვენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა გამოდით და ბოლომდე იბრძოდით. გული და სული ჩადეთ. არ შეარცხვინეთ ქუთაისი და პატივი ეცით ქალაქს, გულშემატკივარს. არ ვიცით რა იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ ყოველთვის თქვენი გულშემატკივრები ვიქნებით.” – განაცხადა ფანკლუბის სახელით ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.
შეგახსენებთ, 23 ოქტომბერს მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ საქართველოს თაისის ნახევარფინალში ,,ტორპედოს” ძირითადმა შემადგენლობამ ფანკლუბის თხოვნის შემდეგ ითამაშა. ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. მიზეზი ,,ტორპედოში” შექმნილი ფინანსური პრობლემებია. პირველ მატჩში, რომელიც 19 ოქტომბერს წყალტუბოში გაიმართა, ,,საბურთალოსთან” ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებმა ითამაშეს.