ქუთაისის ,,ტორეპდოს” მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი ფრანკფურტის “აინტრახტის”
აქციონერს, ბიზნესმენს კაზიმ არიფოვს შეხვდა. ჩხეტიანის თქით, გერმანელების ინტერესი ,,ტორპედოს” მიმართ დიდია. მათ გუნდის აყვანა მრავალწლიანი იჯარით სურთ.
,,მათ უნდათ, რომ მრავალწლიანი იჯარით გუნდი აიყვანონ თავისი აკადემიით და სხვა ყველაფრით. ვფიქრობ ოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ჩანს და ხვალ რა იქნება, ვნახოთ.” – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.
ჩაიბარებს თუ არა ,,ტორეპდოს” ახალი ინვესტორი, ამის შესახებ ჯერ შეხვედრა ქუთაისის მერიაში უნდა გაიმართოს. მწვრთნელის ინფორმაციით, მერიაში შეხვედრა 24 ოქტომერსაა დაგეგმილი.