,,ტორპედოთი” ფრანკფურტის “აინტრახტის” აქციონერის დაინტერესების შესახებ
კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა განაცხადა. ჩხეტიანის თქმით, გერმანელების ინტერესი ,,ტორპედოს” მიმართ დიდია. მათ გუნდის აყვანა მრავალწლიანი იჯარით სურთ.
ამასთან ერთად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის საფეხბურთო კლუბით “ალიანს გრუპ კომპანიც” არის დაინტერესებული.
გარდა უცხოური ჯგუფებისა საუბარია ქართველ სპონსორზეც. კახა ჩხეტიანის თქმით, ეს ქუთაისელი ავთო ჭარხალაშვილია. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ქუთაისის საფეხბურთო კლუბის შესახებ, რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი.
,,ქუთაისელი, ავთო ჭარხალაშვილიცაა დაინტერესებული გუნდის აყვანით და ვნახოთ როგორ წარიმართება შეხვედრა. როგორც ვიცი ასევე იტალიელებიც იყვნენ დაინტერესებული და მერიაშიც იყო შეხვედრა. ელოდებოდნენ გადაწყვეტილების მიღებას.”- განაცხადა კახა ჩხეტიანმა.
,,აინტრახტის” აქციონერთან შეხვედრა დღეს საღამოს უნდა გაიმართოს.