ქუთაისში პარასპორტის გუნდურური სახეობების წარმომადგენლები არ არიან. მიზეზი
შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობაა. ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე ამბობს, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის პრობლემა ნამდვილად არის და ეს საკითხი ქუთაისის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
,,სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურა რჩება ისევ მთავარ გამოწვევად”. – ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ ქუთაისში პარასპორტის განვითარების შესაძლებლობებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პარასპორტის მხოლოდ ის სახეობებია გავრცელებული, რომლებიც ინდივიდუალურ სახეობებს წარმოადგენს.
,,პარასპორტის ის მიმართულებებია გავრცელებული ჩვენთან, რომელიც არის ინდივიდუალური და სამწუხაროდ გუნდური სპორტის მიმართულებით პარასპორტში არ გვაქვს სახეობები. იყო თხოვნა ამასთან დაკავშირებითაც, რომ რომელიმე გუნდრი თამაშის მიმართულებით გადაიდგასნაბიჯები. აქაც დარბაზის პრობლემაა და რამდენიმე სკოლას აქვს სრულად ადაპტირებული დარბაზი, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის გადასაწყვეტი.”- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
მისივე თქმით, გარკვეული ინიციატივები ნიჩბოსნობის მიმართულებით არსებობს, რაც მომავალი წლისათვის განიხილება. ქუთაისის სპორტული გაერთიანებათა დაწესებულებაში სპორტის სხვადასხვა სახეობებს კი პარაფარიკაობა დაემატება.
ფოტო:worldsport.ge