ქუთაისის სპორტულ გაერთიანებათა დაწესებულებაში სპორტის სხვადასხვა
სახეობებს პარაფარიკაობა დაემატება. ქუთაისის ვიცე-მერის, ნინო თვალთვაძის თქმით, ქუთაისის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომაზე პარა-სპორტის განვითარების შესახებ არაერთი თხოვნა შევიდა.
,,პარასპორტთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი თხოვნა. ვიცით, რომ ქუთაისში გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ამ მიმართულებით და საკმაოდ კარგი წარმატებებიც გააჩნიათ. ჩვენს სპორტულ გაერთიანებას პარაფარიკაობა ემატება. შეიქმნება ჯგუფი პარაფარიკაობის მიმართულებით. როგორც ვიცი, ამ მიმართულებით არიან მსურველები.”- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
ფოტო:live.ge