,,აქტიურად ვმუშაობთ ინვესტორებთან.” – ასე უპასუხა ქუთაისის მერმა რადიო
,,ძველი ქალაქის” შეკითხვას ,,ტორპედოში” არსებული პრობლემების შესახებ. მერის განცხადებით, ინვესტორებიდან პასუხს რამდენიმე დღეში ელოდებიან.
,,აქტიურად ვმუშაობთ ინვესტორებთან. ველოდებით უკვე რამდენიმე დღეში პასუხს. კონკრეტულად ვერ განვაცხადებთ, რადგან არ გამოვიდეს შემდეგ ისე, რომ თქვეს და არ გაკეთდაო. დაინტერესებული არიან როგორც ქართველი ისე, უცხოელი ინვესტორები”.- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
შეგახსნებთ, ქუთაისის ,,ტორპედოთი” დაინტერესებული ინვესტორების შეხვედრა მერიაში რამდენიმე დღის წინ დაანონსდა, თუმცა შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. მიზეზი ,,ტორპედოში” შექმნილი ფინანსური პრობლემებია. უხელფასოდ დარჩენილ ფეხბურთელებს თავის რჩენა არ შეუძლიათ, რის გამოც იძულებული გახდნენ ვარჯიში შეეწყვიტათ.
შეგახსენებთ, გუნდში თვეებია უკვე ფინანსური პრობლემებია, რაც გულშემატკივრებმა არაერთხელ გააპროტესტეს.
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას მიმართ სასამართლო დავა დაიწყო. თვითმმართველობამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 11 სექტემბერს შეიტანა.
ქუთაისის ,,ტორპედო” 19 ოქტომბერს წყალტუბოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის XXXI ტურის ფარგლებში “საბურთალოსთან” მატჩს გამართავს. კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, მატჩისთვის 17და 19 წლამდე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები ემზადებიან.