1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, ქუთაისის “ტორპედოს” მიმართ ზაალ ჩაჩავას
სახელფასო და საბანკო დავალიანება 3 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ კლუბის დროებითმა მმართველმა, თემურ ჩეჩელაშვილმა გულშემატკივრებთან შეხვედრისას განაცხადა. ჩეჩელაშვილის თქმით, გარდა 3 მილიონისა, კლუბის ყოფილ პრეზიდენტს მერიის მიმართ 250 000 ლარის დავალიანება აქვს.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბში ფინანსური კრიზისია. თვეებია, რაც ფეხბურთელებს ხელფასი არ მიუღიათ. გულშემატკივრები პერმანენტულ აქციებს მართავენ და აცხადებენ, რომ კლუბი დაშლის საფრთხის წინაშე დგას. ფანკლუბის წევრები გუნდში არსებული პრობლემების მოგვარებას ქუთაისის მერიას სთხოვენ.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე