,,ტორპედოსა” და ,,საბურთალოს” შორის გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
45-ე წუთზე ქუთაისის გუნდი ცოტნე მოსიაშვილმა დააწინაურა, 79-ე წუთზე და ანგარიში ,,საბურთალოელმა” ლუკა ლაკვეხელიანმა გაათანაბრა.
,,ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. ვფიქრობ, პირველი ნახევარი ძალიან კარგად ითამაშეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და მომენტებიც შევქმენით. ვფიქრობ, რადიკალურად განსხვავდებოდა მეორე ნახევრიდან. ჩვენს ბიჭებს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თავდადებისათვის”.- განაცხადა ,,ტორპედოს” მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა.