“ტორპედოს” გულშემატკივრები ქუთაისის მერს ხვდებიან. საპროტესტო აქციის მონაწილეები
მერისაგან საფეხბურთო კლუბში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარს ითხოვენ.
“დიდი ხანია კლუბში არსებულ პრობლემებში ჩახედული ვართ. გვაინტერესებს, რა გადამჭრელი ზომების მიღებას აპირებთ,”-აცხადებენ გულშემატკივრები.
შეგახსენებთ, კლუბის გულშემატკივრები მერიის წინ აქციას 14:00 საათიდან მართავენ.