ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედოში” არსებული პრობლემები ქუთაისის მერიის წინ
გულშემატკივრებმა გააპროტესტეს. შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად კლუბიდან ყოფილი პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას წასვლისა, გუნდში ფინანსური პრობლემები კვლავ გადაუჭრელია. მათივე განმარტებით, ფეხბურთელებისათვის სახელფასო დავალიანება კვლავ გადაუხდელია. გულშემატკივრები შიშობენ, რომ “ტორპედო” დაიშლება და ის ასპარეზობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.
“ტორპედოში” კრიზისული სიტუაცია გრძელდება. ფეხბურთელებს ხელფასები არ აუღიათ. გუნდში საჭმელიც აღარ აქვთ. დღეს მომმარაგებელმაც უარი თქვა და განაცხადა, რომ კლუბს დიდი დავალიანება აქვს. ქალაქის ხელმძღვანელობისაგან ვითხოვთ პასუხს არსებულ სიტუაციაზე,”-აცხადებენ ფან-კლუბის წევრები.
გულშემატკივრები ამბობენ, რომ თუ პრობლემები არ მოგვარდება, აქციები ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს.
შეგახსენებთ, საფეხბურთო კლუბში კრიზისია. გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს.