ქუთაისის ,,ტორპედოში” კვლავ ფინანსური კრიზისია. თუ არსებული დავალიანება
დროულად არ დაიფარება, გუნდი ეროვნულ ლოგას გამოეთიშება. ფანკლუბის წევრები ამბობენ, რომ ამ ფაქტს არ შეეგუებიან და ფეხბურთის ფედერაციას და მერიას კლუბის პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სთხოვენ.
“ბევრი რამ გადავყლაპეთ მოვისმინეთ უამრავი ტყუილები დაგვეშალა გუნდი , მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და იმათაც 2 თვეა კაპიკი არ აუღიათ. მოვუწოდებთ ფედერაციას და მერიას, რომ დროზე მაოშოროს ეს კაცი ამ გუნდს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც ცუდად დაამთავრებთ. ყველა ერთად ხართ შეკრულები და ამის დანახვა ძან მარტივია! ეს გუნდი არ გავარდეს თორემ საშინელი ამბები დატრიალდება გპირდებით. ეს არაა მარტო ერთი ადამიანის სიტყვები ეს მთელი ქალაქის სიტყვებია! 4 დღე დაგრჩათ ყველს , არ უშველით გუნდს და ისეთ ბანერებს გაგიკეთებთ ელიგის თამაშებზე უეფადან ჯარიმა ჯარიმაზე მოგივათ!”- აცხადებენ ,,ტორპედოს” გუშემატკივრები.
აგვისტოში ქუთაისის მერისა და ,,ტორპედოს” პრეზიდენტის შეხვედრა უნდა გაიმართულიყო. ამის შესახებ ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე გაირკვეოდა იღებს თუ არა ზაალ ჩაჩავა ვალდებულებას კლუბის მიმართ. ქუთაისის ,,ტორპედოს” პრეზიდენტს საპრივატიზაციო თანხის გადაუხდელობის გამო მერიამ ჯარიმები დააკისრა.