ქუთაისის ძალოსანთა ნაკრებმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატზე
2-ოქროს, 4-ვერცხლის, 1- ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
ძალოსნობაში ქვეყნის ჩემპიონატი დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ასპარეზობის დასკვნით დღეს ფიცარნაგზე 96, 102, 109 და +109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ.