ქუთაისში სპორტული დაწესებულებების რეაბილიტაციისათვის საპროექტო

დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოცხადდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტირდება პუშკინის ქუჩა N7-ში – კრივის დარბაზი; თამარ მეფის ქუჩის N100-ში – N19 სპორტული სკოლა; ხარებავას ქუჩის N5-ში – თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი; გამსახურდიას პირველი შესახვევი N5 – ლევან კირკიტაძის სახელობის ფარიკაობის სპორტული სკოლის სარეაბილიტაციო დარბაზის სანიაღვრე სისტემა, ნიკეას ქუჩა N17 – N17 კომპლექსური სპორტული სკოლა და ლესელიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N57 – კონსტანტინე ლიპარტელიანის სახელობის N21 ნიჩბოსნობის სპორტული სკოლა.

საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად 40 ათასი ლარია განკუთვნილი. სატენდერო წინადადებების მიღება 31 აგვისტოს დაიწყება და 3 სექტემბერს დასრულდება.

სპორტული სკოლების რეაბილიტაცის შესახებ  ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა. მერის თქმით, 2020 წელს სპორტული სკოლების რეაბილიტაციისათვის მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯება.

ფოტო:http://msy.gov.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *