,,ქუთაისის ,,ტორპედო” რომ იყოს წარმატებული, გვჭირდება თანხები. პატარა თანხა ამას
არ ეყოფა და აქედან გამომდინარე ვმუშაობ, რომ შემოვიყვანო საშუალოზე მაღალი დონის ინვესტორები.”- ამის შესახებ ქუთაისის ,,ტორპედოს” პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ რადიო ,,ძველ ქალაქს” განუცხადა.
მისივე თქმით, ის ინვესტირების საკითხზე შეხვედრას უცხოელებთან მართავდა, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არაა. ,,ტორპედოს” პრეზიდენტი ამბობს, რომ აღებული ვალდებულებით მან გუნდზე მინიმუმ 500 ათასი ლარი უნდა დახარჯოს, მაგრამ ეს თანხა ,,ტორპედოს” წარმატებისთვის საკმარისი არაა.
,,მქონდა ორ სერიოზულ ჯგუფთან შეხვედრა. ერთია უნგრელების ჯგუფი და მეორე – ჩეხები. იქედან გამომდინარე რა პრობლემებიც გვქონდა ჩინელების გამო და რა პრობლემებიც გვაქვს დღეს , მაქსიმალურად რაც შემეძლო ეს პრობლემები შევაჩერე, გადავლახე, მაგრამ უნდა ხომ უნდა გავაგრძელოთ არსებობა? მე ისეთი გუნდი არ მინდა რომ მყავდეს, რომელიც იქნება მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ადგილას. ქუთაისის ,,ტორპედო” მინდა იყოს ყოველთვის უეფაზე, მოწინავე გუნდი. მე რა ვალდებულებაც მაქვს აღებული ქუთაისის ,,ტორპედოს” წინაშე ეს არის დავხარჯო მინიმუმ ყველ წლიურად 500 ათასი ლარი. პირველ წელს დავხარჯეთ მილიონ 300 ათასი ლარი. მის შემდეგ, დღემდე დახარჯული გვაქვს დაახლოებით 10 მილიონი ლარი. ეს 500 ათასი ლარი არანაირად არ ჰყოფნის იმ გუნდის შენახვას, როგორიც არის ქუთაისის ,,ტორპედო”, პლიუს იმას, რომ სულ ვიყო უეფაზე და სულ ვიყო კმაყოფილი და ბედნიერი ჩემი გუნდით. აქედან გამომდინარე ყველა ვარიანტში ან მე უნდა შევეცადო ის, რომ გაცილებით მეტი თანხა დავხარო და ამისათვის მე მზად არ ვარ და არც ვიყავი არასდროს თავიდანვე იმიტო, რომ არ მქონდა იმის საშუალება რომ გუნდში იმდენი ფული მეხარჯა, რამდენიც დავხარჯე რეალურად. ჩემი თანხა დავხარჯე და მოვიზიდე ინვესტორები. ამ ეტაპზეც ვცდილობ მოვიზიდო ინვესტორები, იმიტომ რომ 500 ათასი ლარი ამ გუნდს არ ეყოფა. ყველა შევეჩვიეთ ქუთაისის წარმატებას. პირველივე დღიდან, ჩემი მოსვლიდან 5 თასი მოვიპოვეთ, რაც ასეთ პატარა მონაკვეთში არცერთ კლუბს არ უქნია. ქუთაისის ,,ტორპედო” რომ იყოს წარმატებული, გვჭირდება თანხები. პატარა თანხა ამას არ ეყოფა და აქედან გამომდინარე ვმუშაობ, რომ შემოვიყვანო საშუალოზე მაღალი დონის ინვესტორები.”- განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.
კლუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა გუნდში საქართველოს ჩემპიონატის წარმატებით დასრულებაზე მუშაობენ.
,,პარალელურად მაქვს გეგმა იმისა, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ჩემპიონატში ჩვენი გამოსვლა წარმატებით დავამთავროთ, რომ ყველა ვარიანტში ვიასპარეზოთ უეფაზე შემდეგ წელს. ანუ ეს არის ან სამეულში მოხვედრა ან თასის მფლობელობა. ჩვენი გუნდი და კახა ჩხეტიანი მუშაობს ძალიან სერიოზულად. მანამდე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოვძებნი ინვესტორებს. გვყავდეს ძლიერი ინვესტორი და ვიბრძოლოდ სხვა მიზნებისათვის.”- განაცხადა ჩაჩავამ.